Monday, June 28, 2010

მზის ბატარეა ანუ მზის ენერგია





1. პროექტის სახელი: მზის ბატარეა ანუ მზის ენერგია.
2. პროექტის მიზანი: გამოიკვლიონ რამდენად ეფექტური იქნება მზის ენერგიის ამოუწურავი რესურსის გამოყენება და მცირე წვლილი შეიტანონ, ენერგიის ალტერნატიული წყაროს შექმნაში მზის ბატარეების გამოყენებით.
3. პროექტის სრული აღწერა:თეორიული ცოდნისა შეძენისა და გაღრმავების შემდეგ მოიძიონ საჭირო რესურსები. ააწყონ წრედი: მზის ბატარეა, დიოდი, აკუმულატორი, ვოლტმეტრი, ამპერმეტრი, ნათურები(საჭიროების შემთხვევაში დენის გარდამქმნელი და ტელევიზორი) მზის ბატარეა მიერთებულია აკუმულატორთან ენერგიის დაგროვების მიზნით. მოსწავლეები დაამზადებენ ბუკლეტებს ,,მზის ბატარეების შესახებ,,და ,,უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესახებ,,
4. მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი.
5. პროექტის ხანგრძლივობა: ორი თვე.
6. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან მცირე ელ. დენის ალტერნატიულ წყაროს პროექტზე მუშაობისას შეიძენენ ცოდნას ფიზიკასა და ქიმიაში ,გამოუმუშავდებათ უნარი დამოუკიდებლად აკეთონ საყვარელი საქმე. პროექტის დადებით შედეგზე მიუთითებს ის ფაქტიც,რომ სკოლაში შეიქმნება მუდმივი დენის წყარო(მინიმუმი).
7. სარგებელი სხვებისთვის:ინიციატივა სასარგებლო იქნება სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის და მოსახლეობისთვის ვინც დაინტერესდება და მიბაძავს მათ.
8. სამუშაო ენა: ქართული.
9. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეები გამოიყენებენ ფიზიკის, ქიმიის, ისტ–ს ცოდნას(ქიმიური რეაქციები, სლაიდების აწყობა საპრეზენტაციოდ და ბუკლეტების დამზადება). დააგროვებენ ინფორმაციას ექსპერიმენტული და თეორიული კვლევის შესახებ. წარმოადგენენ ელ. სქემას და ახსნიან მისი მოქმედების პრინციპს. ჯგუფური მუშაობის პრინციპით შეიმუშავებენ მარტივი მოდელის კონსტრუქციას, ააწყობენ მას და მოახდენენ დემონსტრირებას.
11. პროექტის ფასილიტატორი: ნინო ხვედელიძე.
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:quninana@gmail.com

No comments:

Post a Comment